27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
ახლა გვაქვს მეტი შესაძლებლობა ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი - ზელენსკი

უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამკლავებას უკვე 277-ე დღეა ცდილობენ. ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის შემდეგ, აგრესორი კვლავ შიმშილის სიბნელის და სიცივის თამაშს განაგრძობს.

დარტყმა ენერგეტიკის და სხვა ტიპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, შედეგად ჩაბნელებული ქალაქები და მუდმივი საჰაერო და სარაკეტო იერიშები - ასე ცდილობს პუტინი უკრაინის გამოფიტვას და დასუსტებას, თუმცა კიევს პარტნიორებთან ერთად საპასუხო გეგმები აქვს.

"ენერგეტიკის ინჟინრებმა განაგრძეს სისტემის აღდგენა - ახლა გვაქვს მეტი შესაძლებლობა ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიწოდება სრულიად აღდგეს.

დღეს, დილის მდგომარეობით, გუშინდელთან შედარებით ნახევარზე მეტი აბონენტი გაითიშა ქსელიდან. 14 რეგიონსა და კიევში კვლავ მოქმედებს შეზღუდვები 100 000-ზე მეტი აბონენტისთვის. თუ საღამოს მოხმარება მოიმატებს, შეიძლება გათიშვის რიცხვი გაიზარდოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ენერგიის დაზოგვა და მისი რაციონალურად გამოყენება," – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ოლექსანდრ სტუპუნის განცხადებით, დადასტურდა, რომ 25 ნოემბერს მტრის ცოცხალი ძალის განლაგების ადგილებზე ცეცხლის გაჩენის შედეგად 100-ზე მეტი ოკუპანტი დაშავდა და 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, ასევე საბრძოლო მასალის 2 საცავი განადგურდა.

"მტერი განაგრძობს ჯარების გადაჯგუფებას, რათა გააძლიეროს ქვედანაყოფები სხვადასხვა მიმართულებით. ოკუპანტებმა ქალაქ დნიპროში სამოქალაქო ობიექტებზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ხერსონში კი სარაკეტო ზალპური სისტემებიდან 38 იერიში მიიტანეს ჩვენი ჯარების პოზიციებსა და სამოქალაქო ობიექტებზე.

25 ნოემბერს დადასტურდა, რომ ის ადგილები, სადაც მტრის ცოცხალი ძალა იყო განლაგებული ზაპოროჟიეს რაიონის მელიტოპოლის, პოლოგიის და მიხაილივკის დასახლებებში, ცეცხლი გაჩნდა. დაშავდა 100-ზე მეტი ოკუპანტი, განადგურდა 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალის 2 საცავი.

რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 დეკემბრიდან მიმდინაეობს ღონისძიებები საოკუპაციო ძალების რიგებში მორიგი ფარული მობილიზაციისთვის. გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა იერიშები მიიტანეს მტრის 2 საკონტროლო პუნქტზე, პერსონალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის 11 ადგილას," - აცხადებს ის.

დღის ამბები