27 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული უნდა იყოს ხმის მიცემის პროცესში, უნდა იცნობდეს კანდიდატების მოსაზრებას - გიორგი ბოტკოველი ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" მოახლოებული რიგგარეშე არჩევნების ფონზე დაძაბულობა იზრდება, ამ ფონზე პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს აანონსებს, პირველი კი თელავია.

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ადგილობრივ წევრებსა და მხარდამჭერებს საკუთარი გეგმები გააცნო. მისი განცხადებით, იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ოპოზიციის გაძლიერება მნიშვნელოვანია.

მოახლოებულ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ კანდიდატების გეგმების შესახებ ყველა ის ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული, ვინც ხმის მიცემის პროცესშია ჩართული. 

"ვფიქრობ, ის, რომ ყველა კანდიდატის მოსაზრებას, ყველა კანდიდატის გეგმებს უნდა იცნობდეს ნებისმიერ ორგანიზაცია და ეს ვალდებულებაც არის თითოეული ჩვენგანის, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული უნდა იყოს ხმის მიცემის პროცესში, უნდა იცნობდნენ კანდიდატების მოსაზრებას და ყველაფერი იცოდნენ ამის შესახებ და სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრა," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი. 


 

დღის ამბები