27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ძალადობის მსხვერპლი მონაზონი მრავლობითი დაზიანებით კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს

მონაზონი, რომელზეც ხაშურის მუნიციპალიტეტის დედათა მონასტერში სექსუალურად იძალადეს, ხაშურის ცენტრალური კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. 

მონაზონს აქვს ტვინი შერყევა, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ის კონტაქტურია. დაზარალებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღე იქნება. 

ცნოისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა. უცნობები ერთ-ერთ მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულია ორი პირი, ისინი წარსულში ნასამართლევები არიან. 

 

დღის ამბები