27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი, ჩვენი არჩევანი არის ძლიერი საქართველო - გიორგი ვაშაძე

სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე მხარდამჭერებს ქუთაისში შეხვდნენ.

მათი განცხადებით, ხელისუფლება არ ცდილობს,  ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმა შეასრულოს, რის გამოც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, დიდი ერთობის შექმნა, რომელიც ხელისუფლებაში პროდასავლურ ძალებს მოიყვანს.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ევროპული მომავლის შანსი აქვს. 

"ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი, ჩვენი არჩევანი არის ძლიერი საქართველო. ქუთაისში სწორედ ასეთი იდეით დავით აღმაშენებელმა გააერთიანა საქართველო და ამას ჰქვია ოქროს ხანა დღეს ამის შანსი მოგვცა," - აცხადებს ვაშაძე. 

დღის ამბები