27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს.

მათ საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული სომხური პოზიციების მიმართულებით გაისროლეს. სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მათ მხარეს დანაკარგი არ განუცდია, ამ დროისთვის კი სიტუაცია სტაბილურია.

ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯნული მხარე. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ინფორმაცია მცდარია და რეალობას არ ასახავს.

დღის ამბები