ენერგეტიკული კრიზისი და ომის 276-ე დღე. ომში მყოფი ქვეყანა ოკუპანტების გარდა, ახლა უშუქობასა და სიცივეს ებრძვის. ეს იმ სარაკეტო იერიშები შედეგად, რომელსაც რუსეთი უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე ამ დრომდე ახორციელებს. ქვეყანა დახმარებას ელის.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპელები შეთანხმდნენ რომ ახალ ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინის მხარდასაჭერად ენერგეტიკული მიმართულებით.
"დღევანდელი, ისევე როგორც ამ კვირის სხვა დღეების მთავარი ამოცანა ენერგიაა. მთელ ქვეყანაში გახსნილია "უძლეველობის პუნქტები", თუმცა ვიცი, რომ სამწუხაროდ, ადგილობრივ ხელისუფლებას ხარისხიანად ყველა ქალაქში არ უმუშავია. კერძოდ, ბევრი საჩივარია კიევში. ფაქტობრივად, ნორმალურად უზრუნველყოფილია მხოლოდ პუნქტები, რომლებიც გახსნილია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ბაზაზე და დედაქალაქის სადგურში. სხვა პუნქტებზე კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, კიდევ მუშაობაა საჭირო. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება. კიეველებს უფრო მეტი დაცვა სჭირდებათ. მრავალი კიეველი დენის გარეშე 20 ან 30-ზე მეტი საათის განმავლობაში იმყოფება. მერიისგან ხარისხიან მუშაობას ველოდები.
კიევში ე.წ. უძლეველობის პუნქტებთან დაკავშირებულ პროფანაციას არავინ არავის აპატიებს, ისევე როგორც ტყუილს სხვადასხვა დონის ანგარიშებში. ევროპელები შეთანხმდნენ რომ ახალ ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინის მხარდასაჭერად ენერგეტიკული მიმართულებით. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მებრძოლს, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს აკეთებენ ხერსონში, ზაპოროჟიესა და სხვა ქალაქებში." - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.