"მსოფლიო თეატრის ისტორიის" მეხუთე ტომი - ნაშრომი გამომცემლობა "კენტავრმა" ორ ნაწილად გამოსცა. ქართულ ენაზე "მსოფლიო თეატრის ისტორიის" გამოცემა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წელს დაიწყო.
პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ტომებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის მნიშვნელოვანი ისტორიულ-სამეცნიერო ბაზა შეიქმნა.
მეხუთე წიგნი კი მსოფლიო თეატრში მიმდინარე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მოვლენებს ასახავს.