ევროკავშირი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ტექნოლოგიური და ოპერატიული შესაძლებლობების ამაღლებას აგრძელებს.
გაერთიანების მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის გასაუმჯობესებლად პროგრამული უზრუნველყოფა გადაეცა.
ევროკავშირის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრნენ, სადაც დეტალურად გაეცნენ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, შეძენილი აღჭურვილობის ეფექტურობასა და მათი გამოყენების პირველად შედეგებს.