27 ნოემბერი 2024,   02:11
ვრცლად
ილჰამ ალიევმა ემანუელ მაკრონთან და შარლ მიშელთან ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის 7 დეკემებრს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. 

"შეხვედრა ბრიუსელში 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გუშინ ჰიქმეთ გაჯიევმა (პრეზიდენტის თანაშემწე რ.თ.) მაცნობა, რომ მას შარლ მიშელის (ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რ.თ.) ოფისიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრას მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მონაწილეობის პირობით დათანხმდა, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა არ შედგება," - განაცხადა ალიევმა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი ვერ მიიღებს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას.

"პრაღაში შეხვედრიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და იმაში დაგვადანაშაულა, რაც არ გაგვიკეთებია. ამას მოჰყვა საფრანგეთის სენატის ცნობილი რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. ამის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთ ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას მიიღებს. საფრანგეთის მხრიდან ჩვენზე შეტევის მცდელობა იყო ფრანკოფონიის სამინიტის მეშვეობითაც, ეს მიუღებელია, ვინაიდან ფრანკოფონია ჰუმანიტარრული ორგანიზაციაა," - აღნიშნა ალიევმა.

ადრე მან განაცხადა, რომ ტუნისში გამართული ფრანკოფონიის სამიტის რეზოლუციის ტექსტიდან "ანტიაზერბაიჯანული თეზისები" ამოიღეს. 

"ჩვენ მეგობრები გვყავს ევროპაშიც, ამიტომ ეს ანტიაზერბაიჯანული რეზოლუცია ფორმალობას წარმოადგენს. ამის გათვალიწინებით, გასაგებია, რომ საფრანგეთი ვერ მიიღებს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას და ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, რადგან არც აშშ-ს, არც რუსეთს ოფიციალურ დონეზე არასდროს დაუკავებია რომელიმე მხარე. ეს ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს შეხვედრა არ შედგება და ჩვენ სხვა ალტერნატივებს განვიხილავთ. ვნახოთ, ვინ შეასრულებს შაუმავლის როლს და რომელ პლატფორმაზე," - ამის შესახებ ილჰამ ალიევმა დღეს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომლის სახელწოდებაცაა "შუა დერეფანი: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა".

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს ბოლოს 31 ოქტომბერს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმის პუტინის შუამდგომლობით შეხვდნენ. სოჭში მიღებულ ერთობლივ განცხადებაში სამი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის აქტიურად მომზადების მნიშვნელობას რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. თუმცა, სოჭის შეთანხმებებიდან 10 დღის შემდეგ, ერევანსა და ბაქოს შორის მწვავე ბრალდებების გაცვლა დაიწყო.

დღის ამბები