27 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამს საქართველოში უბრუნდება - ტედი რინერი გორში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენის ღირსებას დაიცავს

მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამს საქართველოში უბრუნდება. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი, გორში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენის ღირსებას დაიცავს.

ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის 8 საუკეთესო კლუბი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის სამი ქართული. "გოლდენ გორის", "მებრძოლის" და "არეას" 24 ქართველი ძიუდოისტი საუკეთესო შედეგის ჩვენებას შეეცდება.

პრესტიჟული ტურნირი ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის შოთა ჩოჩიშვილის სახელობისაა. საუკეთესოები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან, ჩემპიონები კი ოქროს მედლებთან ერთად საჩუქრად 12 000 ევროს მიიღებენ.

ძიუდოისტთა ჩემპიონთა ლიგა 26 ნოემბერს გაიმართება, ტურნირი სტარტს გორის სპორტის სასახლეში 10 საათზე აიღებს. 

დღის ამბები