გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფო 3 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააფინანსებს უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას და 5 მილიონით კიევის ინიციატივას, რომელიც მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებისთვის ხორბლის გაგზავნას ითვალისწინებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯეიმს კლევერლის გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.