დიდ დიღომში ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. სპორტკომპლექსში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით.
საფეხბურთო ცენტრი ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ ტერიტორიაზე აშენდა.
ახალი საფეხბურთო კომპლექსი ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერმა, კახი კალაძემ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ დაათვალიერეს.