27 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
კომპოზიცია, რომელიც ავტორმა საჩუქრად გადასცა თბილისის მუნიციპალიტეტს, დროებით  ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში დაიდგა - მერია მიუსაფარი ძაღლების სკულპტურაზე

მხატვარმა გელა პატიაშვილმა თბილისში მიუსაფარი ძაღლების ქანდაკებების დადგმა გადაწყვიტა. "რუსთავი2" დაინტერესდა თუ კონკრეტულად სად განთავსდება სკულპტურები. როგორც თბილისის მერიამ "კურიერს" განუცხადა, სკულპტურა " ქუჩის ძაღლები" დროებით  ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში განთავსდა. 

"ქუჩის ძაღლების" სკულპტურის ავტორია გელა პატიაშვილი. სკულპტურა შეიქმნა თბილისის მერიის კონკურსის -"შემოქმედებითი თბილისი" ფარგლებში. კომპოზიცია, რომელიც ავტორმა საჩუქრად გადასცა თბილისის მუნიციპალიტეტს, დროებით  ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში დაიდგა,"-ნათქვამია მერიის კომენტარში. 

დღის ამბები