კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი წრე ბრაზილიისა და სერბეთის დაპირისპირებით დასრულდა.
შეხვედრა სამხრეთ ამერიკელების უპირატესობით წარიმართა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა ბალკანელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ორივე გოლი რიჩარლისონის ანგარიშზეა. განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა მეორე გოლი - ბრაზილიელმა თავდამსხმელმა აკრობატულ ნახტომში მოახერხა სერბეთის კარის აღება.
მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო ნეიმარმა, თუმცა მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, საშიში არაფერია. დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 23 საათზე დაგეგმილი მატჩი. ინგლისი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.