უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება, ჩვენ მზად ვართ გავუძლოთ ამას, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ BBC-თან ისაუბრა.
როგორც ოლენა ზელენსკა ამბობს, რუსული რაკეტებით გამოწვეული უშუქობისა და სიცივის მიუხედავად, უკრაინა ზამთარს გაუძლებს და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან გამარჯვების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია.
მისივე თქმით, უკრაინა მზად არის იცხოვროს ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში ორი-სამი წლის განმავლობაში, თუ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას დაინახავს.