27 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
"მე ერთი მილიმეტრითაც ვერ წავედი წინ არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით, დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბია, დადგა დრო ახალი მიდგომებისთვის" - მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა.

ამის შესახებ მერკელმა გერმანულ გამოცემა "შპიგელთან" ინტერვიუში ისუაბრა.

" მე ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წავედი წინ, არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით, დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბია, დადგა დრო ახალი მიდგომებისთვის.

ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მშვიდობა ყოფილიყო და ამიტომ მიწევდა უკრაინის თემატიკაზე ბევრი მუშაობა, მაგრამ ეს შეჭრა არ იყო სიურპიზი. მინსკის შეთანხმება გაქარწყლდა. 2021 წლის ზაფხულში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, მსურდა პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად უკრაინის საკითხის განსახილველად დამოუკიდებელი ევროპული ფორმატის ჩამოყალიბება, მაგრამ ვიღაც წინააღმდეგი წავიდა, მე კი უკვე ძალა არ მქონდა, რომ ეს დაჟინებით მომეთხოვა, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე მივდიოდი," – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.

მისივე თქმით, 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში ვიზიტის დროს მან იგრძნო, რომ პუტინზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო. ყოფილი კანცლერის განცხადებით, პუტინსთვის მოლაპარაკების დროს ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელოვანი და ეს ძალაა.

ამავე ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, რომ არ ნანობს თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

დღის ამბები