27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის 3 სახელმწიფო მოხელეა

ყალბი დოკუმენტებით, სახელმწიფოს მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია 9 პირი, მათ შორის 3 სახელმწიფო მოხელე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა მიწის რეფორმის ფარგლებში გაცემული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში, 2017 წელს, მოტყუებით დაირეგისტრირეს 17 650 მ2 მოცულობის სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში 11 მიწის ნაკვეთი.

ასევე დადგენილ იქნა, რომ პასუხისგებაში მიცემული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას.

გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 332-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

დღის ამბები