ომის 275-ე დღეს უკრაინაში მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება - 7 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა განთავისუფლებულ ხერსონზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უწყვეტი ავიაიერიშების შედეგად. აფეთქებებმა დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
7-მდე გაიზარდა კიევის ოლქის ქალაქ ვიშგოროდზე რუსული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.
რუსულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქზეც, დაზიანდა ადგილობრივი საავადმყოფო.
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული ჯარების ინტენსიური თავდასხმების გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი ამ დრომდე ისევ შეზღუდულად მიეწოდება.