27 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
რუსთავის საკრებულომ ბიუჯეტი ჩააგდო - სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

რუსთავის საკრებულომ ბიუჯეტი ჩააგდო - სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ფინანსურ დოკუმენტს მხარი გიორგი გახარიას გუნდმა არ დაუჭირა, კენჭისყრამდე კი დარბაზი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა.

ოპოზიციამ, რომელიც დღეს საკრებულოს უმრავლესობას წარმოადგენს, ქალაქის მერი შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

"გვქონდა გარკვეული შენიშვნები ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვეთ მერს, რომ კონკრეტული შენიშვნები გაითვალისწინოს და 10 დეკემბრისთვის წარმოადგინოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი,"- აცხადებს აცხადებს საკრებულოს თამჯდომარე ნოდარ შეროზია.

განვითარებულ პროცესებზე მოგვიანებით ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა. რუსთავის მერმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ქალაქის პარალიზებას ცდილობს.

"გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად უსაფუძვლო და გამოგონილია ის მიზეზები, რის გამოც მათ დღეს უკან დააბრუნეს ბიუჯეტის პროექტი, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის არდამტკიცებით, საკრევულოს პირობებში სერიოზული საფრთხე ექმნება რუსთავის განვითარებას. ჩვენ გამოვიყენებთ თითოეულ სამართლებრივ ბერკეტს, ვიბრძოლებთ თითოეული რუსთაველის ინტერესისითვის, რომ არ დავუშვათ 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას რაიმე საფრთხე შეექმნას,"- აღნიშნავს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. 

დღის ამბები