თბილისი, 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, 4-დან 11 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში აჩვენებენ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.
საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 6 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულებს კი ფესტივალის პრიზი - "ოქროს პრომეთე" გადაეცემათ.