ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა.
სომხეთის პრემიერის თქმით, პროექტები საკმარისად არ არის დამუშავებული. გარდა ამისა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის აგრესიას მოკავშირეებმა მკაფიო პოლიტიკური შეფასება არ მისცეს.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერი ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორგანიზაციის მუშაობის ფიასკოდ წარმოჩენას ცდილობს.