კიბერთავდასხმა ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე - შეტევა მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი "ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" არის აღიარებული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პრორუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა "ქილნეთმა" აიღო.
შეტევა ევროპარლამენტის სერვისებზე, ე.წ. "დიდიოს-ზე" (DDoS) მოხდა, რამაც ინტერნეტისა და გარკვეული მოწყობილობების გათიშვა გამოიწვია. ფაქტს უკვე გამოხმაურებაც მოჰყვა, ერთ-ერთი ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა იყო, რომელმაც საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე დაწერა, რომ ვებგვერდმა განიცადა კიბერთავდასხმა კრემლის მხარდამჭერი ჰაკერების მიერ, ეს კი მას შემდეგ, რაც ევროპულმა ინსტიტუტმა რუსეთი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.