27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
რუსეთის საჰაერო სისტემებმა გუშინ 70 რაკეტა გაუშვეს, მათგან 30 კიევის მიმართულებით- უკრაინელებმა 51-ის ჩამოგდება მოახერხეს

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა უკრაინაში რუსული მხარის მიერ მასშტაბური სარაკეტო შეტევების შედეგად, 40-მდე დაშავდა. ინფორმაცის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, რუსეთის საჰაერო სისტემებმა 70 რაკეტა გაუშვეს, მათგან 30 კიევის მიმართულებით. უკრაინელებმა 51-ის ჩამოგდება მოახერხეს.

რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის კვლავ ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

მოსკოვთან შეთანხმების შედეგად, კიევმა დამატებით 36 უკრაინელი ტყვის გათავისუფლება შეძლო - მათ შორის არიან "აზოვსტალის" მცველები, ასევე ნაციონალური გვარდიის მებრძოლები, რომლებიც ჩერნობილის ატომურ სადგურს იცავდნენ - ისინი ომის დაწყების პირველ დღეებში აიყვანეს ტყვედ.

დღის ამბები