27 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი შეეწირა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 44 წლის კონსტანტინე ქურსუას შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცნობილია, რომ ის სოხუმიდან იყო და წლებია, ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა. ქურსუა უკრაინის მოქალაქე იყო.

სად და როგორ მოხდა მისი დაღუპვა - დეტალები, ამ ეტაპზე, არ გავრცელებულა.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკვე 26 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

დღის ამბები