27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ხალხისგან, ვინც საჯაროდ საუბრობს, ეს კოორდინაცია იკვეთება - გიგა ბოკერია ლევან ხაბეიშვილის შესაძლო გამაჯვებასა და გიორგი ვაშაძის ოპოზიციური ერთობის უკან მერაბიშვილი-კეზერაშვილის შესაძლო ინტერესებზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გაერთიანების უკან მერაბიშვილი-კეზერაშვილის ინტერესების არსებობის შესახებ ისაუბრა. 

ნინო შუბლაძის კითხვაზე, ვაშაძე რომ იყოს წინა პლანზე და "ნაციონალურ მოძრაობაში" გაიმარჯვოს ხაბეიშვილმა, გამოდის თუ არა რომ ამ ყველაფრის უკან დგას მერაბიშვილი და კეზერაშვილი, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ იმ ხალხისგან, ვინც საჯაროდ საუბრობს, ეს კოორდინაცია იკვეთება.  

"ჯერ-ჯერობით საჯაროდ რაც გვესმის, იმ ხალხისგან ვინც საჯაროდ საუბრობს ეს კოორდინაცია იკვეთება ნამდვილად იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ ვერც გულწრფელ შინაარსზე დისკუსიას, იმ დაპირისპირებაზე რომელიც არის "ნაციონალურ მოძრაობაში", ნული არის ასეთი და იმ ადამიანებისგან ვინც აიღო და ბატონი ვაშაძე არის ცენტრალური დროშა ვითომ გაერთიანების, რეალურად ვხედავ მოტივს, ეს საჯაროდაც გაცხადდა, ამ კონფიგურაციის ქვეშ საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირების. რაც შეეძლება მათი არჩევანი იყოს და ნორმალური იყოს, რომ ასე უნდათ, ვთქვათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" რომ იყვნენ ეს პოლიტიკური ერთეულები, მაგრამ როცა ამის დროშას იძახი, რომ "მე საერთო ერთიანობა მინდა და თქვენ ვისაც არ გინდათ...", ბუნებრივია ამას მოჰყვება რეაქცია სხვა პოლიტიკური მოთამაშეებისგან და გარკვეული თვალსაზრისით მხილება არაგულწრფელობის და სწორედ ამასთან გვაქვს აქ საქმე," - განაცხადა ბოკერიამ.

 

დღის ამბები