27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
სექსუალური ძალადობა მოზარდზე - რატომ არ სჯერა გოგონას მამას, რომ მისმა ძმამ ბავშვზე იძალადა 

8 წლის გოგონამ ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ დედას უამბო. არასრულწლოვნმა მშობელს ისიც უთხრა, რომ ძალადობის ფაქტების გახმაურების შემთხვევაში, ბიძა ყელის გამოჭრითაც ემუქრებოდა. შემზარავი დანაშაულის შესახებ, პოლიციას, სწორედ ბავშვის დედამ შეატყობინა. 28 წლის მამაკაცი მძიმე ბრალდებით იმ სახლში დააკავეს, სადაც დანაშაული ხდებოდა.

დაკავებული 28 წლის მამაკაცის მეუღლე ქმრის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ბრალდებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ბავშვს ცრუ ჩვენების მიცემა დედამ აიძულა, რომელსაც მათი სახლის ინტერესი აქვს. შვილის მონაყოლის არ სჯერა გოგონას მამასაც.

სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, სასწავლო პროცესს ვერ ესწრება. დაზარალებული მოზარდის მძიმე ისტორია, სკოლამ სოციალური სამსახურიდან შეიტყო.

28 წლის სავარაუდო მოძალადეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის ბრალს კატეგორიულად უარყოფს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაზარალებულად ცნობილ 8 წლის გოგონას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული დაუმძიმდება თუ არა დაკავებულს ბრალი. ამ ეტაპზე მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

სექსუალურ ძალადობაში მხილებული მამაკაცის საქმის არსებით განხილვას სასამართლო იანვარში დაიწყებს.

დღის ამბები