ამ წუთებში რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს ანხორციელებენ. განგაშის სიგნალის ხმა თითქმის ყველა დიდ ქალაქში ისმის.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო უკრაინელებს თავშესაფარში ჩასვლისა და დარჩენისკენ მოუწოდებს.
"პირველ რიგში მინდა ყველას მოგიწოდოთ, აუცილებლად ჩადით და დარჩით თავშესაფრებში, რადგან მასობრივი სარაკეტო შეტევა ხორციელდება კიევსა და მთლიანად ოლქზე. საცხოვრებელ კორპუსსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე მოხდა თავდასხმა, ამიტომ ელექტროენერგია გაითიშა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, პრობლემაა ინტერნეტთან წვდომაზეც. მოსახლეობა უნდა დარჩეს თავშესაფრებში. ოლქში მდებარე ქალაქში მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა რაკეტა. გაჩნდა ხანძარი. მაშველები ცდილობენ ადამიანების ნანგრევებიდან ამოყვანას," - აცხადებს ტიმოშენკო.