27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა, რუსეთის ომი უკრაინაში კლავს ხალხს, ანადგურებს საცხოვრებელ კორპუსებსა და ენერგო ინფრასტრუქტურას- მაია სანდუ 

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთმა დატოვა მოლდოვა სიბნელეში. 

ამასთან, სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვის მომავალი თავისუფალ სამყაროშია. 

"რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა. რუსეთის ომი უკრაინაში კლავს ხალხს, ანადგურებს საცხოვრებელ კორპუსებსა და ენერგო ინფრასტრუქტურას. უკრაინაში შეტევები გრძელდება. ხალხს დაჭრილები ნანგრევებიდან ამოჰყავთ- ადამიანების სიცოცხლის უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია ენერგიის მიწოდების აღდგენა. ტექნიკურ ხარვეზებს მოვაგვარებთ და შუქი ისევ გვექნება. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ამაზე მუშაობს.

ჩვენ ვერ ვენდობით რეჟიმს, რომელიც სიბნელეში და სიცივეში გვტოვებს, რომელიც მიზანმიმართულად კლავს ადამიანებს, რომ სხვა ხალხი ღარიბი და თავმდაბალი დარჩეს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვის მომავალი, თავისუფალი სამყაროსკენ უნდა დარჩეს,"-აცახდებს მაია სანდუ.

დღის ამბები