27 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება - ქვეყნის მასშტაბით ე.წ. უძლეველობის პუნქტები შეიქმნება

უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება - ქვეყნის მასშტაბით ე.წ. უძლეველობის პუნქტები შეიქმნება, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი რუსული დარტყმების შედეგად უკრაინის მოსახლეობის ელექტრომომარაგება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეეზღუდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს. 

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ე.წ. უძლეველობის პუნქტებში მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციები, ელექტროენერგია და სხვა პირველადი საჭიროების სერვისები იქნება ხელმისაწვდომი. 

"ჩვენ ვამზადებთ საპასუხო ნაბიჯებს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემებზე მორიგი ტერორისტული თავდასხმების შემთხვევაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ ახალ პროექტს “უძლეველობის პუნქტი” - დღეისთვის უკვე 4000-ზე მეტი მსგავსი პუნქტია მზად. “უძლეველობის პუნქტების” მუშაობა იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ მასობრივი რუსული შეტევები გაგრძელდება და ელექტრომომარაგების რამდენიმე საათში აღდგენა შეუძლებელი იქნება. ადგილზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭირო სერვისი, მათ შორის ელექტროენერგია, მობილური კომუნიკაციები, ინტერნეტი, გათბობა, წყალი და პირველადი დახმარება, სრულიად უფასოდ. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის დახმარებით ამ ზამთარს ყველა ერთად გადავლახავთ,“ - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები