ერევანში ვლადიმირ პუტინის ვიზიტის წინ, სომხეთის პროდასავლურმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე რუსეთისა და ომის საწინააღმდეგო ლოზუნგები ისმოდა.
ოპოზიციური ალიანსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან სომხეთის გასვლას მოითხოვს. ორგანიზაციის სამიტი ერევანში დღეისთვისაა დაგეგმილი, მას რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრება.