27 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიას სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ, თუმცა ექსპრეზიდენტის ადვოკატის თქმით, პრეზიდენტისგან შეწყალებას არ მოითხოვენ

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა, სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს და მისი ავადმყოფობის ისტორია გადასცეს, თუმცა პრეზიდენტისგან შეწყალებას არ მოითხოვს - შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში, მას შემდეგ, რაც მიიღებენ ტოქსიკოლოგიურ დასკვნას.

პრეზიდენტთან ადვოკატი საექსპერტო დასკვნის მიტანას გეგმავს.

"ველოდებით საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო დასკვნას, რომელიც უნდა გასცეს ცენტრმა "ემპათიამ". დასკვნაზე მუშაობა დასრულებულია, დასკვნას გადავცემთ პრეზიდენტს და არ გამოვრიცხავ, მოხდეს მასთან შეხვედრა.

ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი რას იზამს, შეიწყალებს თუ არა, [მიხეილ სააკაშვილს], ამ საკითხს, ამ ეტაპზე, არ ვაყენებ," - ამბობს ხაჭაპურიძე. 

დღის ამბები