27 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
"კრამერი საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ სამწუხარო ამბავია, ოქროს ჟოლოს ნომინაციასაც კი არ იმსახურებს" - ლევან ქარუმიძე დევიდ კრამერზე

"კრამერი კრამერის წინააღმდეგ შესანიშნავი ფილმია, ყველა ოსკარს იმსახურებს, რაც მიღებული აქვს. კრამერი საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ სამწუხარო ამბავია,  ოქროს ჟოლოს (#Razzie-ის )ნომინაციასაც კი არ იმსახურებს," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს და  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კრამერი მიიჩნევს, რომ დასანქცირება ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყოს და სანქციები უნდა დაუწესდეს მათაც, ვინც ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებს.

დღის ამბები