ხარაგაულში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ირაკლი კიკნაძე "კურიერთან" საუბარში იხსენებს, იგი მამაკაცს, ვინც გასროლა განახორციელა არ იცნობდა და სტუმრად ნაცნობმა მიიყვანა, მალე მათ შეურთდა გუჯა ბერაძე და ისინი ციხის შესახებ საუბრობდნენ.
კიკნაძის თქმით, მალევე ნუკრი თხელიძემ გასროლა განახორციელა ჯერ მისი, შემდეგ გუჯა ბერიძის მიმართულებით და თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.
დაჭრილი ირაკლი კიკნაძე ფეხის არეში მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ხარაგაულში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა.