ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდას, რომელმაც არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა, 90 წელი უსრულდება. დათა თუთაშხიას, მეფე გიორგისა და ელიოზის როლების უბადლო შემსრულებელის იუბილეს, ქვეყანა იანვარში აღნიშვას, თუმცა მანამდე უკვე დაწყებულია სამზადისი. კინოცენტრში ახლა იმ ფილმების გაციფრულება მიმდიონარეობს, რომლებშიც ოთარ მეღვინეთუხუცესმა ითამაშა.
ქართული კინოკლასიკის ნახვა, ოთარ მეღვინეთუხუცესის თაყვანისმცებლებს 24 ნოემბრიდან, ეროვნული არქივის კინოთეატრში შეეძლებათ, ჩვენება კი 1969 წელს გადაღებული დიდოსტატის მარჯვენით გაიხსნება.
30-ზე მეტი კინო და ამდენივე თეარტრალური როლის შემსრულებელი ოთარ მეღვინეთუხუცესი, არაერთი პრემიის ლაურეატი გამხდარა, მათ შორის ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ავტორი: ანი გენებაშვილი.