27 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი მადრიდში - რა შეხვედრები აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და როგორია ესპანეთის მხარდაჭერა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მადრიდში იმყოფება. პირველი შეხვედრა, ესპანეთის სამეფოს სენატს თავმჯდომარესთან უკვე შედგა. დელეგაციას შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. 

ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ამას ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ. მათივე თქმით, ამის კიდევ ერთი დადასტურება არის ის, რომ სამეფო სენატმა ნოემბრის დასაწყისში საქართველოსთან დაკავშირებით  სპეციალური რეზოლუციაც მიიღო. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ესპანეთის სამეფო მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მისწრაფებას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. 

ქართულ დელეგაციას 2 ძირითადი გზავნილი ჰქონდა მადრიდში ვიზიტისას - ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ქართული დელეგაციის წევრებმა ესპანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს იმ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია საქართველოში, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად. 

დღის ამბები