27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ხერსონში მოსახლეობა ცივ ზამთარში ერთდროულად სასმელი წყლის, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

მოსახლეობა ცივ ზამთარში ერთდროულად სასმელი წყლის, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივების თითქმის ნახევარმა ქალაქი უკვე დატოვა, თუმცა ვინც დარჩა მათი მთავარი მიზანი გადარჩენისთვის ბრძოლაა.

ენერგოკრიზისის და რთული ვითარების გამო უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი, ხერსონის მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციას სთავაზობს.

რუსმა სამხედრო ძალებმა ხერსონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სრულად დანაღმეს. სატრანსფორმატორო დანაყოფების მუშაობა თითქმის პარალიზებულია. ქვეყანაში აცხადებენ, რომ უკრაინელებს ელექტროენერგიის შეზღუდვის პირობებში ცხოვრება მინიმუმ მარტის ბოლომდე მოუწევთ.

უკრაინა ერთადერთი სახელმწიფო არაა, რომელსაც მძიმე ზამთრის გადატანა მოუწევს. მოლდოვა, რომელიც ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა - მეზობელ უკრაინაში ომის გამო, ლტოლვილთა ნაკადის, მწვავე ინფლაციის და ენერგო კრიზისის გამოწვევების წინაშეა. იმისთვის რომ ქვეყანამ კრიზისული ეტაპების გადალახვა შეძლოს, მოლდოვას დამატებით 1.1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება სჭირდება. ქვეყანაში მხოლოდ გაზის ფასი წინა წელთან შედარებით 600% არის გაზრდილი. მოლდოვის პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ.

ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის რომ მოლდოვა დიდ საფასურს იხდის - ამ საკითხზე პარიზში 50 -ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და პირველი დიპლომატი შეიკრიბა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ რომ მოლდოვის ფინანსურ დახმარებას გააგრძელებენ. კონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ქვეყანას დახმარების სახით დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს.

​მოლდოვისთვის 32,5 მილიონი ევროს გამოყოფის პირობა დადო გერმანიის მთავრობამ. ეს თანხა ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებას, ინფრასტრუქტურას და ლტოლვილებს მოხმარდება. მოლდოვას სოლიდარობას უცხადებს რუმინეთიც.

იმის გათვალოიწინებით რომ უკრაინის მეზობლებს შორის მოლდოვა ყველაზე მოწყვლად ვითარებაშია, ყველა თანხმდება რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს, რადგან ომი გრძელდება და წინ ცივი ზამტარია

დღის ამბები