27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. 

სოფელ პატარა ხარაგაულში შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სავარაუდოდ, ადგილობრივები სუფრასთან იყვნენ, რა დროსაც მოხდა კამათი. მოგვიანებით სოფლის მცხოვრებლებმა გასროლის ხმა გაიგონეს, ადგილზე მისულებმა კი ერთი  დაჭრილი მამაკაცი  ავტომობილში ნახეს, ის სავარუდოდ, ავტომობილით წასვლას ცდილობდა. 

40 წლამდე მამაკაცი კი ქუჩაში იყო. გუჯა ბერაძე ადგილზე გარდაიცვალა, ირაკლი კიკნაძე  კი საავადმყოფოში გადაიყვნეს. ვინ განახორციელა გასროლა ამ დრომდე უცნიბოა, ადგილობრივების თქმით,  დაკავებული არავინაა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დღის ამბები