ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ახალგაზრდა შემსრულებლებს მოუსმინეს.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონიდან 5ი ბავშვი შეირჩა და ისინი პარიზში გალა კონცერტზე 23მ მარტს გაემგზავრებიან. კონცერტი "მუსიკის დღესასწაული პარიზში" მარსელ დასოს ისტორიულ სასახლეში გაიმართება.