27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
თურქეთი მალე სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს

თურქეთი მალე სირიაში, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. მანამდე თურქეთს რუსეთმა მოუწოდა, რომ თავშეკავება გამოიჩინოს სირიაში და არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია.

რუსეთის ელჩის თქმით, რუსეთმა ბოლო თვეებში ყველაფერი გააკეთა რაც შესაძლებელი იყო, რათა თურქეთის მიერ სირიაში ფართომასშტაბიანი შეტევითი სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ დაეშვა.

ანკარამ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სირიასა და ერაყში კვირას დარტყმები განახორციელა. თურქეთში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმები სტამბოლში მომხდარი ტერაქტის საპასუხოდ განახორციელეს.

დღის ამბები