27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ვახტანგ გომელაურმა და გრიგოლ ლილუაშვილმა 2017 წელს, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის - ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 5 წლის წინ კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის - ივანე გოლაშვილის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით, მის საფლავზე მივიდა.

ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის გოლაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო, მის ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი - ივანე გოლაშვილი დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.

დღის ამბები