27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
20 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის- კელი დეგნანი USAID-ის ახალი პროგრამის გახსნას დაესწრო

"ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" - USAID-ის ახალი პროგრამა გაიხსნა. მიზანი მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაცია და ეკონომიკური გაძლიერებაა,  ასევე, უმცირესობების ჩართულობის გაზრდა საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთან  თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.

"ესაა 20 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა,რომელიც მიმართულია იმისკენ,რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა გააგრძელონ ის საუკუნოვანი ტრადიცია,რაც გულისხმობს ძირითად მოსახლეობასთან ერთად ქვეყნის კეთილდღეობასა და განვითარებაში მონაწილეობას.

ამ მხრივ საქართველოს ძალიან დიდი სიმდიდრე და მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, თუ როგორ მონაწილეობდნენ ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები ქვეყნის განვითარებაში, საგანძურის დაცვაში და ქვეყნის საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში იქნება თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადგილობრივ პარტნიორებთან, რომ უმცირესობების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საკუთარი იდეები აქტიურად გააჟღერონ და წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში,"- აცხადებს კელი დეგნანი

დღის ამბები