27 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
საიამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მე-16-ე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მე-16-ე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი 2021 წლის მარტიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს გამოვლენილ ძირითად მიგნებებს ასახავს, რომელთა საფუძველზეც საიამ რეკომენდაციები მოამზადა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში კვლავ უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიების სახეებად რჩება გირაო და პატიმრობა. მათივე ცნობით სუსტია სასამართლოს კონტროლი საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანის შუამდგომლობებისა და დაკავების კანონიერების შეფასების ნაწილში.

დღის ამბები