27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ვფიქრობ, არსებობს გარკვეული დაბნეულობა, რადგან დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონპროექტის დასკვნაზე ვენეციის კომისიიდან მოთხოვნა გამოწვეულ იქნა - დეგნანი

ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე - აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი.

კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, უნდა გადაიგზავნოს თუ არა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, როგორც ეს საქართველოს მთავრობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ურჩია. ელჩის ინფორმაციით, არსებობს გარკვეული დაბნეულობა, რადგან დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონპროექტის დასკვნაზე, ვენეციის კომისიიდან მოთხოვნა გამოწვეულია.

"ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რჩევაა, მითუმეტეს, როდესაც ის ევროკომისიის დელეგაციისგან მოდის, რომელიც საქართველოსთან ერთად მუშაობს, ამ რეკომენდაციების შესრულებაზე. ვფიქრობ, არსებობს გარკვეული დაბნეულობა, რადგან დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონპროექტის დასკვნაზე ვენეციის კომისიიდან მოთხოვნა გამოწვეულ იქნა.

ამჟამად, ვენეციის კომისიის მიმართ არ არსებობს მოთხოვნა, რომ განიხილოს დეოლიგარქიზაციის პროექტი, ქართული იქნება იგი თუ უკრაინული და რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ ის და ამის შემდეგ გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ ეს სასარგებლო იქნება საქართველოსთვის," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები