27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
"საქართველო ეკუთვნის კოლექტიურ დასავლეთს, ქსელი, რომელიც ცდილობს ქვეყანა რუსული გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს" - ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ტვიტერზე" წერს, რომ უნდა გამოაშკარავდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საქართველო რუსული გავლენის ქვეშ შეინარჩუნონ. 

"საქართველო ეკუთვნის კოლექტიურ დასავლეთს. ქსელი, რომელიც ცდილობს ქვეყანა რუსული სამყაროს გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს და ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია," - წერს ფოტიგა.

მისივე თქმით, მომდევნო კვირას გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით "ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი". 29 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებაში ანა ფოტიგა, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე, რადას წევრი ოლექსანდრ გონჩარენკო და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი მიიღებენ მონაწილეობას. 

დღის ამბები