მოლდოვას პრეზიდენტი შიშობს, რომ უკრაინაში ომის გამო მოსახლეობას ცივი და მკაცრი ზამთარი ექნება. მაია სანდუ სიტყვით გამოვიდა პარიზში გამართულ ღნისძიებაზე, სადაც მოლდოვის მხარდასაჭერად 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა
"ეს ომი საფრთხეს უქმნის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდებას. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ საკმარისი რაოდენობის მოძიებას, რათა გავათბოთ და გავანათოთ ჩვენი სახლები. თუ შევძლებთ, ფასები იქნება არახელმისაწვდომი და საკმაოდ მაღალი ჩვენი ხალხისა და ეკონომიკისთვის.
არ არის გამორიცხული, რომ ამან საფრთხე შეუქმნას ჩვენს სოციალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას. ვიცი, რომ ევროპაში ყველა იხდის ძალიან მაღალ ფასს ენერგიისთვის, თუმცა იმავე ფასს აქვს ბევრად მეტი დამანგრეველი გავლენა ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე", – განაცხადა მაია სანდუმ.