ჩვენი ენერგეტიკის მიმართ რუსი ტერორისტების დარტყმები, სისტემას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეო მიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსგავსი დარტყმებით წარმოიქმნება სისტემური ხარვეზები, ამიტომ ხალხი და ბიზნესი ელექტროენერგიის მოხმარებისადმი ძალიან ეკონომიური უნდა იყვნენ.
უკრაინის პირველმა პირმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზეც ისაუბრა და მოკავშირე სახელმწიფოების პარლამენტებს მოუწოდა, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარონ. ამ შინაარსის რეზოლუციაზე ხმის მიცემა ევრო პარლამენტში 23 ნოემბერს მოხდება.
"ნატო-ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს მოვუწოდე, რომ საბოლოოდ მიიღონ გადაწყვეტილება რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. მჯერა, რომ თანდათან მივალთ ამ შედეგამდე – სწორედ ასე იქნება აღქმული რუსეთი მსოფლიოში, ტერორისტ სახელმწიფოდ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია. რუსეთმა უნდა გაიყვანოს იქიდან ყველა თავისი მებრძოლი და შეწყვიტოს სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნა.
ჩვენს ენერგეტიკოსებს დღეს ელექტროენერგიის როგორც სტაბილიზაციური, ისე არაგეგმიური გათიშვა მოუწიათ. ეს გამოწვეულია იმაზე დიდი მოხმარებით, ვიდრე ამის უზრუნველყოფა ქვეყანას შეუძლია ამჟამად. ჩვენი ენერგეტიკის მიმართ რუსი ტერორისტების დარტყმები, სისტემას იმდენად მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რომ ბიზნესი და ხალხი უნდა იყოს ძალიან ეკონომიური," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.