27 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
გრიპების ამ სეზონზე მსოფლიოში და საქართველოში დომინანტი ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსია - რა სიმპტომებით ხასიათდება H3N2 და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

ივანე ჩხაიძე სეზონური ვირუსების გავრცელების მასშტაბებს გვაცნობს. ქვეყანაში რინო, ადენო ვირუსი და სეზონური გრიპია გავრცელებული. თუმცა მსოფლიოში და საქართველოში დომინანტი წელს H3N2 ტიპი აღმოჩნდა, რომელსაც ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს უწოდებენ. ექიმები ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევათა რიცხვი გასსამმაგებულია.

მომატებულია მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებში. ვირუსით ინფიცირებულებს ექიმის დახმარება და სტაციონარში გადაყვანა ხშირად ესაჭიროებათ. კლინიკების ნაწილი 24 საათიან ამბულატორიულ მომსახურებაზე გადავიდა.

ყველა სხვა რესპირატორულ ინფექციებთან შედარებით სპეციალისტებისთვის H3N2 - ტიპი საყურადღებოა. დაავადება 5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებში ვლინდება.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ვირუსების მატებას ელოდებოდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში. თამარ გაბუნია ამბობს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ოჯახის ექიმები მზად არიან პაციენტები ბინაზე მართონ.

H3N2 ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსის გარდა ქვეყნის შიგნით ცირკულირებს H1N1 - ე.წ. ღორის და მცირე რაოდენობით სეზონური გრიპი. სპეციალისტები პიკს დეკემბრის ბოლოს-იანვრის დასაწყისში ელოდებიან.

დღის ამბები