27 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
ბორჯღალოსნების შეხვედრა გულშემატკივრებთან - რაგბის კავშირის პრეზიდენტმა 6 ქართველ ქომაგს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები აჩუქა

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივრებისთვის, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. სოსო ტყემალაძემ 6 ქართველ ქომაგს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები აჩუქა.

წარმატებული გასვლითი შეხვედრის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა წელს პირველად ნაკრების გულშემატკივრებს კითხვა-პასუხის ფორმატში ანგარიშიც ჩააბარეს.

ბორჯღალოსნებმა 2022 წელი დიდი წარმატებით დაასრულეს. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მათ ტიერ1-ის გუნდი - უელსი სტუმრად, კარდიფში უშეღავათო ბრძოლაში 12:13 დაამარცხეს.

საქართველომ უელსის ნაკრები პირველად დაამარცხა. "დრაკონები" იტალიის ნაკრების შემდეგ ექვსი ერის მეორე გუნდია, რომელსაც წელს ბორჯღალოსნებმა მოუგეს. "ფრინციფალითიზე" ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა მასპინძლებს მეორე ტაიმში ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს.

მომავალ შეხვედრას ბორჯღალოსნები, "რაგბი ევროპის" ფარგლებში 2023 წლის თებერვალში გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ.

დღის ამბები