27 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
პრეზიდენტმა სააკაშვილის თემაზე BBC-თან ისაუბრა: " პრაქტიკულად, საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ გამოუცდია, თუ რას ნიშნავს მსგავსი ტიპის ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ძალაუფლება არ აქვს.

"მე არ მაქვს ძალაუფლება, შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბოლოო განაჩენი გამოტანილი არ არის. მისი საქმე ამ დრომდე განხილვის ეტაპზეა. ქართული კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა საქმის განხილვა დასრულდება. ვრცლად ავხსენი, თუ რატომ არ შევიწყალებდი მას.

ეს არის დიდი პოლარიზაციის ფაქტორი. ადამიანები მისი რეჟიმის დროს ცხოვრობდნენ, საქართველოში, პრაქტიკულად, არ არსებობს არც ერთი ოჯახი, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს მსგავსი ტიპის ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად უნდა ვიქცე, მაგრამ ამავდროულად, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, და არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს, ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს. მე ძალიან ახლოს ვადევნებ თვალს მასზე სამედიცინო დაკვირვების პროცესს. მე საჯაროდ ვაცხადებდი, რომ ვფიქრობ, უნდა მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა დამატებით სამკურნალოდ, თუმცა ეს სასამართლოს გადასაწყვეტია,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები