ქართული ალპინიზმის ისტორიაში პირველად, ქართველმა მთამსვლელებმა უმაღლესი სპორტული ჯილდო "ოქროს წერაყინი" მოიპოვეს - დაჯილდოება საფრანგეთის ქალაქ ბრიან-სონში გაიმართა.
არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა 7 300 მეტრის სიმაღლის მწვერვალის სარა-გრარის წარმატებით დასაძლევად უნიკალური მარშრუტი გამოიყენეს, რაც საერთაშორისო ჟიურის მხრიდან განსაკუთრებულად შეფასდა.